ტრენინგი „ინოვაცია, ცხოვრების გაუმჯობესებისთვის“
21 აპრილი 2017 წ.
26 აპრილს, აღინიშნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გადაწყვეტილებით წლევანდელი წლის თემაა ინოვაციები - სლოგანით: „ინოვაცია, ცხოვრების გაუმჯობესებისთვის!“
დღეს, 21 აპრილს (2017წ.) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქპატენტში ჩატარდა ტრენინგი „ინოვაცია ცხოვრების გაუმჯობესებისთვის“, რომელსაც დაესწრო „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ წარმომადგენლები.
15-16 წლის ასაკის მოსწავლეებს , „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე ესაუბრა ინტელექტუალური საკუთრების როლსა და მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში. ასევე განიხილეს გამოგონებისა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სამართლებრივი დაცვის საკითხები.
ტრენინგის ბოლოს თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი.
აღნიშნული ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სკოლის მოსწავლეთათვის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ვინაიდან განხილულ საკითხებს ახალგაზრდების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, გადაწყდა რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.

