ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE რეგისტრაცია დაიწყო!
07 ოქტომბერი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE რეგისტრაცია
დაიწყო!
საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ პირებს,
გაძლევთ შესაძლებლობას დისტანციურად, უფასოდ და ქართულ ენაზე გაიაროთ ინტელექტუალური
საკუთრების ზოგადი კურსი, მიიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი და, წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა,
სურვილის შემთხვევაში, განაგრძოთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვა
სპეციალიზებული კურსების შესწავლა.
DL101GE ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული კურსია, რომელიც საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართულ
ენაზე და უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. კურსს
ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები.
სრული ინფორმაციის მისაღებად და კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ
ბმულს: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

