საინფორმაციო დღე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
11 მაისი 2017 წ.
დღეს, 11 მაისს (2017 წ.) მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავენ საქპატენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მიზანია ქართველი მეწარმეების დახმარება ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შექმნასა და მის მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მათთვის ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ დაინტერესებული მეწარმეებისთვის გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრის (ვორქშოპი) მოწყობა და ერთი-ერთზე შეხვედრების ორგანიზება, კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების პორტფოლიოს შეფასების მიზნით.
ღონისძიება იმართება ევროკავშირის პროექტის ,,ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“(VIP4SME) ფარგლებში, რომელშიც საქპატენტი 2016 წელს ჩაერთო და რომელსაც აფინანსებს ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის ,,Horizon2020”.
