სამართლის სკოლა და იმიტირებული სასამართლო პროცესი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში
05 ივნისი 2017 წ.
2017 წლის 2-4 ივნისს, ქ. ბორჯომში, საქპატენტისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის თანაორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) დაფინანსებით, გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სკოლა, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს საქპატენტის წარმომადგენლებმა გააცნეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, ამ ობიექტების დაცვის სამართლებრივი ასპექტები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უფლებების აღსრულების მექანიზმები.
ტრენინგის მონაწილე 8 გუნდი ჩაერთვება იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომლებიც ოთხ ეტაპად 8, 12, 17 და 23 ივნისს ჩატარდება. გამარჯვებული გუნდის წევრები გაივლიან სამთვიან სტაჟირებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“.
იმიტირებული სასამართლო პროცესების ფინალი გაიმართება 2017 წლის 9 ივლისს.

