საქპატენტმა „ინოვაციების ბანაკში“ მიიღო მონაწილეობა
12 ივნისი 2017 წ.
მიმდინარე წლის 11 ივნისს საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო პროექტში - „ინოვაციების ბანაკი“, რომლის მიზანი იყო 15-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეების ინოვაციური აზროვნების განვითარება და სამეწარმეო საკითხებში ცნობიერების ამაღლება.
„ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტი სკოლის მოსწავლე. პროექტში ექსპერტებად ჩართულები იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეებს კონსულტაციები გაუწიეს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში. ამასთან, ჟიურის წევრად წარმოდგენილი იყო საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მანანა ფრუიძე.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, “USAID”-ის პროექტის - „აღმოსავლეთ ევროპაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ განათლების ხელშეწყობა“ და ორგანიზაცია “Junior Achievment”-ის ინიციატივით.

