მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქპატენტის დელეგაცია WIPO-ს ასამბლეაში იღებს მონაწილეობას


18 ივლისი 2022 წ.


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთა შორისაა საქართველოს დელეგაციაც, ჟენევაში მასპინძლობს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი.

14-დან 22 ივლისის ჩათვლით, ასამბლეის 900-მდე დელეგატი განიხილავს ინტელექტუალური საკუთრების გლობალური ეკოსისტემის მომავალს და WIPO-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია წევრი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისკენ. 63-ე ასამბლეის გახსნის დროს, WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემური სიტუაციისა მსოფლიოში, არ უნდა შეჩერდეს მუშაობა ინტელექტუალური საკუთრების გლობალური ეკოსისტემის მომავლის ფორმირებისთვის. „ჩვენ, როგორც ინტელექტუალური საკუთრების გლობალური საზოგადოების წევრებმა, უნდა ვიზრუნოთ რომ ინტელექტუალური საკუთრება ვიწრო სპეციალიზებული ინსტრუმენტიდან, რომელიც მხოლოდ ექსპერტების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, გარდავქმნათ სამუშაო ადგილების გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მძლავრ კატალიზატორად, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვატორებსა და შემოქმედ ადამიანებს მთელ მსოფლიოში“ აღნიშნა მან. 

ასამბლეის გახსნის დღეს, WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს და WIPO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, საქართველოს დელეგაციის სახელით ნინო ჩიქოვანმა მიმართა: „გასული ორი წელი ნამდვილი გამოწვევა იყო სრულიად მსოფლიოსთვის, გლობალური ეკონომიკური  კრიზისის ფონზე კი ეს ყოველივე  აისახა ინტელექტუალური საკუთრების სფეროზე. ჩვენი ოფისიც არ ყოფილა გამონაკლისი, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ოპერატიულად მოხერხდა ყველა პროცესის ოპტიმიზაცია და მაღალი დონის სერვისის შენარჩუნება, რასაც საქპატენტი ქართველი და უცხოელი განმცხადებლებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ახორციელებს. მონაცემთა ბაზების გაციფრულებამ და WIPO-ს სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებში უწყების სრულყოფილმა ჩართულობამ მარტივად შეგვაძლებინა ონლაინ და  ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში ადაპტირება. მსურს მადლობა გადავუხადო WIPO-ს, რომ შესაძლებლობა მოგვცა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა ყოველდღიური საქმიანობა დ ეფექტიანად მოგვერგო სამუშაო გარემო არსებული გამოწვევებისთვის“. 

ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან, ორგანიზაციის სხვა მაღალი რგოლის მენეჯერებთან, ასევე, სხვადასხვა  ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებთან, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მხარდაჭერის განსახილველად.  

WIPO  არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სერვისების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს  ინოვაციასა და კრეატიულობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.




 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო