საქართველოს დელეგაციამ WIPO-ს ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გამართა - ანგარიში
23 ივლისი 2022 წ.
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების
მიზნით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში მყოფმა საქართველოს დელეგაციამ, შეხვედრები გამართა
WIPO-ს მაღალი რგოლის მენეჯერებთან და სხვადასხვა
ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებთან. საქართველოს
დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი,
ორმხრივი მოლაპარაკება გამართა თურქეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას და მოლდოვის
ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, ასევე, შეხვედრა გაიმართა
WIPO-ს აკადემიისა და ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან,
WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების
განყოფილების ხელმძღვანელთან (TDC) WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.
თურქეთის პატენტებისა
და სასაქონლო ნიშნების უწყების (Turkpatent) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან,
ჯემილ ბასპინართან შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნაყოფიერი
და მჭიდრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში.მხარეებმა იმსჯელეს საქპატენტისა და
Turkpatent-ს შორის 2016 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,
2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ხელმოწერის საკითხი და მის ფარგლებში განსახორციელებელი
შემდეგი ღონისძიებები: ორივე ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პროფესიონალებისთვის
საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, ინფორმაციის გაზიარებისა და კოორდინირებული მოქმედებების
ხელშეწყობის მიზნით; ანკარის უნივერსიტეტში მოქმედი, საქპატენტის ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით Turkpatent-ში სამუშაო
გამოცდილების შეძენა და სხვა. )
63-ე ასამბლეის
ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია შეხვდა უნგრეთის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის
(HIPO) ინოვაციური, იურიდიული და საერთაშორისო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტს პეტერ
ლაბოდის, დელეგაციამ მოლაპარაკება გამართა
ლატვიის საპატენტო უწყების დირექტორთან აგრის ბატალაუსკისთანჟენევაში საქპატენტის წარმომადგენლები
შეხვდნენ ლიეტუვას საპატენტო უწყების დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელს ლინა მიკიენეს შეხვედრა გაიმართა მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური
საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს (AGEPI) გენერალური დირექტორთან, ევგენიუ რუსუსთან,
გამართულ ორმხრივ
შეხვედრებზე კოლეგა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილისგან,
ნინო ჩიქოვანისგან, მიიღეს მიწვევა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე
„ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების როლი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის
განვითარებაში“ მონაწილეობის მიღების თაობაზე, რომელზეც იგეგმება WIPO-ს გენერალური
დირექტორისა და ინტელექტულაური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელი პირების დასწრება.
გარდა ამისა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს: საქართველოს ევროპის საპატენტო
უწყებაში (EPO) გაწევრიანების პროცესს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერის
მიღების თხოვნას; WIPO-ს კომიტეტებში მიმდინარე სამუშაო საკითხებს.
WIPO-ს ასამბლეის
მიმდინარეობის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამების
ხელმძღვანელთან ალტაე ტედლასთან, WIPO-ს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელთან ტერეზა დეიერთან და TDC-ის დირექტორთან ჰაბიბ ასანთან. საქართველოს
დელეგაციის ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა WIPO-ს მაღალი რგოლის მენეჯერებს,
წლების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, მომავალში თანამშრომლობის
გაგრძელების თაობაზე და ინიციირება გაუკეთა შემდეგ საკითხებს: პროექტის „ინტელექტუალური
საკუთრება ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის (IP4Yourth&Teachers)“ და „ინტელექტუალური
საკუთრების ელჩის (IP ambassador)“ პროგრამის საქართველოში განხორციელებას; პროგრამის
„ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო დაწესებულებების (IPTI) დანერგვას; მოსამართლეებისთვის
ქართულ ენაზე, ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური კურსის შემუშავებას, WIPO-სთან ერთობლივი ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამის ქართულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში დანერგვას.
საქპატენტის თავმჯდომარის
მოადგილემ დააფიქსირა უწყების მოლოდინი WIPO-ს მხარდაჭერაზე 2023 წელს დაგეგმილ გეოგრაფიული
აღნიშვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის გამართვასთან დაკავშირებით.
WIPO-ს აკადემიაში
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს განხორციელებული პროექტები, კერძოდ, 2017 წლიდან
მიმდინარე WIPO-ს აკადემიისა და საქპატენტის ერთობლივი პროექტი „პროფესიული განვითარების
პროგრამა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ (PDP on GI)”; WIPO-ს მხარდაჭერით მიმდინარე
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან (ELSA) ერთად გამართული, ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა - „ინტელექტუალური
საკუთრების სამართალი“.
WIPO-ს
არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში შეხვედრისას აღინიშნა საქპატენტსა და ცენტრს შორის
მემორანდუმის გაფორმების საკითხი. აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს
საქპატენტში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვას..
WIPO არის ინტელექტუალურ
საკუთრებასთან დაკავშირებული მომსახუობების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის
გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად
უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური
საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და შემოქმედებითობასკაცობრიობის
საკეთილდღეოდ. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ამ ორგანიზაციაში
წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

