WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) თავმჯდომარე საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი კასრაძე გახდა
03 სექტემბერი 2022 წ.
შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) მე-15 სესიაზე,
კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი კასრაძე აირჩიეს.
სამდღიანი სესიის მიმდინარეობისას განიხილავენ
მნიშვნელოვან საკითხებს ინტელექტულური საკუთრების უფლებების აღსრულების
მიმართულებით, როგორებიცაა: ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების აღსრულების ეფექტიანი
კოორდინაცია და დიალოგის გაღრმავება კერძო და საჯარო სექტორს შორის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა
მიზნობრივი ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, WIPO-ს მიერ ქვეყნებისთვის
კანონშემოქმედებით პროცესში დახმარების გაწევა, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების აღსრულება და სხვ.
კომიტეტი დაფუძნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2002 წლის გადაწყვეტილებით და მისი მანდატია
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით ქვეყნების ტექნიკური
დახმარება და კოორდინაცია.

