მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქპატენტმა ღვინოს „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა


12 დეკემბერი 2022 წ.

განსაკუთრებული ქართული პროდუქტებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნისა და  ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას საქართველოში საქპატენტი ახორციელებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.

ღვინის „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაციაზე მუშაობა 2022 წლის 13 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქპატენტს აღნიშნული მოთხოვნით „ეთნო ოკამმა“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობამ მიმართა.  „ოკამი“ თეთრი ან წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონაში, შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში მოწეული ყურძნის ჯიშებიდან -„ოკამი“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ჩინურის და/ან გორული მწვანეს ჯიშის ყურძნიდან, ხოლო „ოკამი“ წითელი მხოლოდ შავკაპიტოს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. პროდუქტის დამზადების მთლიანი ციკლი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონის საზღვრებში, რომელიც  შიდა ქართლის რეგიონის 17 სოფელს მოიცავს. ეს  მიკროზონა გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული ჰავითა და ხელსაყრელი ნიადაგების სტრუქტურით, რაც განაპირობებს ღვინის განსაკუთრებულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ღვინოების დაყენების ადგილობრივი მეთოდების დახვეწასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ივანე მუხრანბატონს, რომელმაც მე 19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. უკვე 1965 წელს კი, თენგიზ კეკელიძის ხელმძღვანელობით, ოკამის ღვინის ქარხანა გაიხსნა.

ოკამისათვის ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების ცერემონია 2022 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურ დირექტორს ლაშა ბოდაველს, რეგისტრაციის მოწმობა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ გადასცეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება გაზრდის ღვინოზე მოთხოვნასა და მის ფასს, რაც გამოიწვევს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას.

ამ დროისათვის,  „ოკამთან“ ერთად, საქპატენტის მიერ სულ რეგისტრირებულია საქართველოში დაცული 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება, რომელთა შორისაა ღვინის 28 ადგილწარმოშობის დასახელება. საქპატენტი უახლოეს მომავალში, საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განაცხადს გააკეთებს ადგილწარმოშობის დასახელების „ოკამი“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით. განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე, ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან. საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე განახორციელებს შესაბამის ზომებს, უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე.

 

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო