მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვაზე შეთანხმება გაფორმდა


01 თებერვალი 2023 წ.


ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და ათეულობით ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცვის საგანი ხდება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეუგენიუ რუსუმ, დღეს, 1 თებერვალს, საქპატენტის ოფისში, ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას.

შეთანხმების საფუძველზე მოლდოვას რესპუბლიკა იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტების დაცვას ნებისმიერი არასწორი გამოყენების, იმიტაციის ან მიბაძვისაგან, მათ შორის იგულისხმება ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოში დაცული იქნება მოლდოვას რესპუბლიკის ათი გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტი, რომელთა შორისაა ცნობილი „დივინი“, ღვინისგან დამზადებული მოლდოვური სპირტიანი სასმელი. 

ხელმოწერის ცერემონიას  ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი  ორმხრივი ხელშეკრულება  გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვის მიზნით, საქართველოს გაფორმებული აქვს  შვეიცარიის კონფედერაციასა და უკრაინასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით გაერთიანებულ სამეფოში. გარდა ამისა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, საქპატენტის მიერ პირდაპირი რეგისტრაციის გზით განხორციელებულია სხვადასხვა ქართული დასახელების დაცვა ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, რუსეთის ფედერაციაში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, 15 ქართული ადგილწარმოშობის დასახელება სასერტიფიკაციო ნიშნების სახით დაცულია აშშ-ში. 


 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო