სოსო გიორგაძე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) მმართველ დირექტორს შეხვდა
10 ივლისი 2023 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს
გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე
ჟენევაში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) მმართველ
დირექტორს მასიმო ვიტორის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მოლაპარაკების შედეგებზე,
რომელიც თბილისში გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა, მათ შორის, განიხილეს და განსაზღვრეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი
ასპექტები, სამუშაო ფორმატი და ერთობლივი ღონისძიებების
ჩატარების დეტალები.
საქპატენტი აქტიურად მუშაობს პოტენციური გეოგრაფიული
აღნიშვნების გამოვლენასა და რეგისტრაციაზე. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 64
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციით
მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე იზრდება ქართული პროდუქციის ცნობადობა და ღირებულება.
ასეთ პროდუქციას გააჩნია უნიკალური ხარისხი, რეპუტაცია და განსაკუთრებული თვისებები.
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვას
საქპატენტი სხვადასხვა საშუალებით ახდენს, მათ შორისაა, საერთაშორისო ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმები, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ
ორმხრივი ხელშეკრულებები და სხვადასხვა ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების პირდაპირი
რეგისტრაცია.
საქპატენტისა და oriGIn-ის თანამშრომლობა ხელს უწყობს
ქართული პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენას, საქართველოში გეოგრაფიული
აღნიშვნების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას და
განვითარებას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ oriGIn-ი აქტიურად
ჩაერთვება სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის შემუშავებაში და მონაწილეობას მიიღებს საქპატენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის პროცესში.
შეხვედრის დასასრულს მასიმო ვიტორიმ საქართველოს დელეგაციის
წევრები მიიწვია გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე
წლის ოქტომბერში oriGIn- ის ჟენევის სათავო
ოფისში გაიმართება.

