მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2023 გაიმართა


05 ნოემბერი 2023 წ.



საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2023 გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის ყველა - რვა მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, გლეხებმა, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა. ფესტივალის მიზანია, მათ მიერ წარმოებული საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით, მათი წახალისება-ხელშეწყობა. ასევე, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული  გეოგრაფიული აღნიშვნის და მისი სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია. 

საქპატენტი ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საექსპოზიციო სტენდით. ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციისა და დაცვის მექანიზმებს ადგილზე გაეცნენ. ასევე დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ საინფორმაციო მასალები. 

საქპატენტის წარმომადგენლებმა ფესტივალზე ინტელექტუალური საკუთრების აღნიშნული ობიექტის შესახებ პროგრამით გათვალისწინებული პრეზენტაციაც წარადგინეს.

ფესტივალის ფარგლებში კონკურსის წესით გამოავლინეს ჭაჭის საუკეთესო დამამზადებლები, როგორც ინდივიდუალური ფერმერები და გლეხები, ასევე ამ პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები. ნომინაციაში „საუკეთესო გლეხური ჭაჭა-2023“ გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა ცულიკაშვილი ილია ყვარელიდან, ვერცხლის მედალი გადაეცა საგარეჯოელ ჩალათაშვილ კახაბერს, ბრინჯაოს მედალი კი დათო ჩიხლაძემ დაიმსახურა. ნომინაციაში „კომპანიების საუკეთესო ჭაჭა-2023“ გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალი გადაეცა კომპანიას “ანასეულის კომბინატი”, ვერცხლის მედალი - კომპანიას „ასკანელი“, ხოლო ბრინჯაოს მედალი ერგო „კორპორაციას - ქინძმარაული“.

ყოველწლიური ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში ჭაჭის და ზოგადად, გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციას, მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ამ  მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია და  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გახლდათ. მხარდამჭერი კი საქპატენტთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

წელს, პირველად, ფესტივალი ჩატარდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო