საქპატენტის დელეგაციის ვიზიტი EUIPO-ში
10 ივლისი 2017 წ.
დღეს, 10 ივლისს (2017.წ) დაიწყო საქპატენტის დელეგაციის ტექნიკური ვიზიტი ალიკანტეში (ესპანეთი) , რომელიც მიზნად ისახავს EUIPO-სა და საქპატენტის ელექტრონული მმართველობის სისტემური განვითარებისა და ინტეგრაციის შემდეგ ეტაპს. სამი კომპონენტის (TM View, TM Class და DS View) წარმატებით ინტეგრირებამ შესაძლებლობა გააჩინა დამატებით შვიდი სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტის ინტეგრირების საშუალება. დელეგაცია გაეცნობა ახალი ინსტრუმენტების ტექნიკურ დეტალებს და ადგილზე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი, მონაწილეობას მიიღებს ინტელექტუალური საკუთრების უწყებების აღმასრულებელთა შეხვედრის კვირეულში. 5 დღის განმავლობაში, აღმასრულებლები იმსჯელებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მომავალ პერსპექტივებსა და სამართლებრივი რეფორმის განხორციელებაზე, ასევე გაეცნობიან ევროპის საპატენტო სისტემის სიახლეებს. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია შემდეგ თემებზე: ინოვაციური ინსტრუმენტები ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და მომხმარებლებისათვის; ინტელექტუალური საკუთრება სპორტის ინდუსტრიაში; ტექნოლოგიისა და მისი რელევანტურობა ინტელექტუალური საკუთრების სამყაროში. კვირეულის ფარგლებში, აღმასრულებლებისთვის ჩატარდება სემინარი თემაზე - ინტელექტუალური საკუთრების უწყებები და მათი როლი რეგისტრაციის შემდეგ.
აღმასრულებელთა კვირეული ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საპატენტო უწყებისა (EPO) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ.

