საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
12 დეკემბერი 2024 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) მოლდოვაში რეგიონული სემინარი გამართა, რომელიც მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოსთან (AGEPI) ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით განხორციელდა.
რეგიონული სემინარი ქალაქ კიშინეუში, აღმოსავლეთ ევროპისა და მიმდებარე რეგიონებიდან შერჩეული, მადრიდის შეთანხმების წევრი ქვეყნების შესაბამისი უწყებებისთვის გაიმართა.
სემინარი შეეხებოდა გაფართოებულ მარკირების ენაზე (XML) გადასვლას, ასევე მონაცემთა გაცვლასა და აპლიკაციის პროგრამირების „ინტერფეისის“ (API) განხორციელებას.
საქპატენტის მხრიდან სემინარში მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს თანამშრომლებმა -დავით სულაძემ (პროგრამისტი) და ანრი ბარდაველიძემ (IT პროექტების მენეჯერი). საქპატენტმა წარადგინა პრეზენტაცია უწყების ამჟამინდელი IT ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ, ასევე ისაუბრეს ექსპერტების მხრიდან ტრანზაქციების დამუშავების მექანიზმებზე.
აღნიშნული რეგიონული სემინარი ხელს შეუწყობს ელექტრონული მონაცემების კომუნიკაციის პროცესის შეუფერხებელ მუშაობას და მის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მონაწილე ქვეყნებსა და მათ შესაბამის მონაცემთა მართვის სისტემებს.


