საქპატენტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
23 მაისი 2025 წ.
საქართველოს
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, სადაც საქპატენტის წარმომადგენლებმა
სტუდენტებს უწყებაში საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ
ინფორმაცია გააცნეს.
„დასაქმების
კვირეული 2025“-ის ფარგლებში, საქპატენტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების, საინჟინრო ეკონომიკისა და, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. დაინტერესებულმა
პირებმა მიიღეს ინფორმაცია საქპატენტში როგორც მიმდინარე, ისე აქტიური ვაკანსიების
შესახებ, კერძოდ, ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო და შესყიდვების სამმართველოების
მიერ გამოცხადებული სტაჟირებებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი IT მიმართულებით
სტაჟირების შესახებ.
საგულისხმოა,
რომ საქპატენტის მიზანია მოიზიდოს კვალიფიციური ადამიანური რესურსი და, ამასთან, ხელი
შეუწყოს და იზრუნოს ახალგაზრდა სამუშაო ძალის პროფესიულ განვითარებაზე. ამის მაგალითია
ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში, საქპატენტში სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ,
შრომითი ურთიერთობა 3 სტაჟიორთან გაგრძელდა. გარდა ამისა, საქპატენტის შუამდგომლობით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პან-ევროპული
პროფესიული სტაჟირების პროგრამაში (Pan-European Seal (PES) Programme) ჩაერთვნენ,
რის შედეგადაც გასულ წელს 2 სტუდენტი სასწავლებლად გაემგზავრა ალიკანტეში, ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) ერთწლიანი, სრულად დაფინანსებული სტაჟირების
პროგრამით.



