პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
10 ოქტომბერი 2025 წ.
გამოქვეყნდა საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის დავალებების ნიმუშები, რომლებიც
განკუთვნილია დამხმარე მასალად.
საგამოცდო დავალებები შედგენილია „საქართველოს
პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო
პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი
დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული
საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.
პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საგამოცდო დავალებების
შექმნის მიზნით, საქპატენტის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე და WIPO-ს რეკომენდაციების
გათვალისწინებით, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) უშუალო ჩართულობით შეიქმნა იმ უცხოელ
(აშშ, საფრანგეთი, ტაილანდი) ექსპერტთაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც აქვთ შესაბამისი
პროფესიული კომპეტენცია და პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის, საგამოცდო დავალებების
შემუშავების მიმართულებით. შედეგად, საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგანგებოდ შემუშავდა
საგამოცდო დავალებების ბანკი, რომლის ქართულ ენაზე თარგმნასა და შემოწმებაში, დარგის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობდნენ
სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფსიქომეტრიის სპეციალისტებიც.
საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 29 სექტემბრის №327 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა (იხ ბმული).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ შევსებული
საგანაცხადო ფორმის გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე:
exam.patentattorney@sakpatenti.gov.ge
საგამოცდო დავალებების ნიმუშების გასაცნობად მიჰყევით შესაბამის ბმულს:
· საერთო სპეციალიზაციის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციოგამოცდის დავალების ნიმუშები
· სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის დავალების ნიმუშები


