ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში
28 სექტემბერი 2016 წ.
ბიზნესის განვითარების ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს 28 სექტემბერს (2016 წ.) გამართულ კონფერენციაზე „ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში“. ასამდე მეწარმე ქალი გაეცნო სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის მხარდამჭერ პროგრამებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღების ახალ შესაძლებლობებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის თავჯდომარის მოადგილე, სოფიო მუჯირი, ღონისძიების მონაწილეებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ინსტრუმენტებზე ესაუბრა. საკითხის მიმართ აუდიტორიის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, დაიგეგმა მეწარმე ქალებისთვის თემატური შეხვედრების გამართვა, სადაც იმსჯელებენ ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების შესახებ.
სასტუმრო „რუმსში“ გამართული შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ USAID - ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G), ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ქალთა ბიზნეს საბჭო.

