გამოგონებების საერთაშორისო დაცვის სისტემის შესახებ WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი ვებინარი გაიმართება
17 ნოემბერი 2025 წ.

ინტელექტუალური
საკუთრების
მსოფლიო
ორგანიზაცია
(WIPO) საქართველოს
ინტელექტუალური
საკუთრების
ეროვნულ
ცენტრთან
– „საქპატენტთან“
თანამშრომლობით
გამართავს
ეროვნულ
ვებინარს
თემაზე
– „საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) სისტემის მიმოხილვა: ეროვნული ვებინარი საქართველოს განმცხადებლებისთვის“.
ღონისძიების
მიზანია
ქართულ
აუდიტორიას
გააცნოს
PCT სისტემა
– საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც გამოგონების ავტორებსა და განმცხადებლებს საშუალებას აძლევს ერთიანი განაცხადის მეშვეობით მოითხოვონ გამოგონების
დაცვა
რამდენიმე
ქვეყანაში.
ეს
სისტემა
მნიშვნელოვნად
ამარტივებს
და
აჩქარებს
საერთაშორისო
საპატენტო
განაცხადის
პროცედურას,
ამცირებს
ადმინისტრაციულ
დაბრკოლებებსა
და,
ხარჯების გადავადებასთან ერთად, ზრდის
პროცესის
ეფექტიანობას.
ვებინარი
განკუთვნილია
როგორც გამომგონებლებისთვისა და
განმცხადებლებისთვის,
ისე იურისტების,
ბიზნესის
წარმომადგენლებისა
და
ყველა
იმ
პირთათვის,
ვინც
დაინტერესებულია
ინტელექტუალური
საკუთრების
დაცვის
საერთაშორისო
მექანიზმებით.
ღონისძიებაში
მონაწილეობის
მიღება
საშუალებას
მისცემს
დამსწრეებს
გაეცნონ
PCT-ის
ძირითად
პრინციპებს,
საერთაშორისო
ფაზის
ეტაპებსა
და
იმ
ინსტრუმენტებს,
რომლებიც
მნიშვნელოვან
როლს
ასრულებენ გამოგონების
დაცვის
გლობალურ
პროცესში.
ვებინარს გაუძღვებიან WIPO-სა და საქპატენტის ექსპერტები, რომლებიც
მიმოიხილავენ
ისეთ
თემებს,
როგორებიცაა:
PCT სისტემის
ძირითადი
მახასიათებლები
და
პროცედურები;
PCT განაცხადების
საერთაშორისო
ფაზა;
ePCT ელექტრონული
პლატფორმა;
საერთაშორისო
სტანდარტი
ST.26. განსაკუთრებული
ყურადღება
გამახვილდება,
ასევე, პრაქტიკულ
რჩევებზე,
რომლებიც
ხელს
შეუწყობს
სისტემის
ეფექტიან
და
შედეგიან
გამოყენებას.
ვებინარი ჩატარდება
19 ნოემბერს ონლაინ
ფორმატში,
Zoom-ის
პლატფორმაზე,
საქართველოს
დროით
12:00-დან
14:00 საათამდე.
სამუშაო
ენებია
ქართული
და
ინგლისური,
ამასთან, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი
იქნება
სინქრონული
თარგმანი.
ვებინარის
დასასრულს
გაიმართება
კითხვა-პასუხის სესია, სადაც მონაწილეებს მიეცემათ
შესაძლებლობა
მომხსენებლებს
დაუსვან
კონკრეტული
კითხვები
და
მიიღონ
რეკომენდაციები
პრაქტიკული
შემთხვევების
საფუძველზე.
მათ, ვინც სრულად დაესწრება ვებინარს, გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი
სერტიფიკატი, რისთვისაც
აუცილებელია
WIPO-ს IP პორტალზე
რეგისტრირებული
ანგარიში (https://www3.wipo.int/wipoaccounts/en/generic/public/register.xhtml), სადაც მონაწილეებს ინგლისურ ენაზე მითითებული ექნებათ საკუთარი სახელი და გვარი, რომელიც აისახება სერტიფიკატში.
ვებინარში
მონაწილეობის მსურველებს
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://wipo-int.zoom.us/webinar/register/WN_gwMIX_iMRZuMBI8GEpcthg
აღსანიშნავია, რომ საპატენტო
კოოპერაციის
ხელშეკრულება
(PCT) 1970 წელს
მიიღეს და
ამჟამად
აერთიანებს 158 წევრ სახელმწიფოს.
საქართველო PCT
სისტემას
1991 წელს
შეუერთდა.