საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2025 წლის საკვალიფიკაციო გამოცდების სტატისტიკური მონაცემები
31 დეკემბერი 2025 წ.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 29 სექტემბრის №327 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციებში.
გამოცდაზე რეგისტრაციის პერიოდში – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო 47 განაცხადი: სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 42, ხოლო საერთო სპეციალიზაციაზე – 5 განაცხადი. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, დახარვეზდა 3 განაცხადი.
შესაბამისად, ორივე სპეციალიზაციის გამოცდაზე რეგისტრაცია წარმატებით გაიარა სულ 44 აპლიკანტმა (გამოსაცდელმა). გამოცდის ჩატარებამდე 2-მა აპლიკანტმა მოითხოვა გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა.
საკვალიფიკაციო გამოცდები ორივე სპეციალიზაციაში ჩატარდა ორ ეტაპად: I ეტაპის ტესტური გამოცდა ჩატარდა 29 დეკემბერს, ხოლო II ეტაპის წერითი გამოცდა ¬– 13 დეკემბერს.
გამოცდის I ეტაპზე მოწვეული 42 აპლიკანტიდან (სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 40, საერთო სპეციალიზაციაზე – 2) გამოცდაზე გამოცხადდა 40 აპლიკანტი (სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 38, საერთო სპეციალიზაციაზე – 2).
გამოცდის I ეტაპზე გამსვლელი 35 ქულა და მეტი დააგროვა და გამოცდის II ეტაპზე გადავიდა 32 აპლიკანტი (80%): სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 30 აპლიკანტი, საერთო სპეციალიზაციაზე – 2 აპლიკანტი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 8 აპლიკანტმა.
გამოცდის I ეტაპზე მაქსიმალური შესაძლო 50 ქულიდან საშუალო შეფასება საერთო სპეციალიზაციაზე იყო 38 ქულა, ხოლო სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 38.6 ქულა. უმაღლესი შეფასება, რომელიც დაფიქსირდა საერთო სპეციალიზაციაზე, იყო 40 ქულა, ხოლო სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 49 ქულა.
გამოცდის II ეტაპზე მოწვეული 32 აპლიკანტიდან (სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 30, საერთო სპეციალიზაციაზე – 2) გამოცდაზე გამოცხადდა 30 აპლიკანტი (სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 28, საერთო სპეციალიზაციაზე – 2), ხოლო გამოცდაზე არ გამოცხადდა 2 აპლიკანტი.
30 აპლიკანტიდან წერითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 25 ქულა და მეტი დააგროვა 28 აპლიკანტმა (93%), მათ შორის: სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 26-მა აპლიკანტმა და საერთო სპეციალიზაციაზე – 2-მა აპლიკანტმა). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2-მა აპლიკანტმა.
გამოცდის II ეტაპზე მაქსიმალური შესაძლო 50 ქულიდან საშუალო შეფასება საერთო სპეციალიზაციაზე იყო 34 ქულა, ხოლო სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 35 ქულა. უმაღლესი შეფასება, რომელიც დაფიქსირდა საერთო სპეციალიზაციაზე, იყო 41 ქულა, ხოლო სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 46 ქულა.
გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო სულ 3 საჩივარი, რომელიც განიხილა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველმა კომისიამ და არ დააკმაყოფილა არც ერთი.
2025 წლის 29 დეკემბერს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიამ დაამტკიცა საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2025 წლის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 28 კანდიდატს.