აშშ-ს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი საქპატენტში
18 მაისი 2016 წ.
18 მაისს (2016 წ.) საქპატენტში გაიმართა შეხვედრა აშშ-ს მთავრობის დელეგაციასთან რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის გენერალური სამდივნოს ადმინისტრაციის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარი მრჩეველი, სტივ გარდნერი. შეხვედრაზე განიხილეს CLDP-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კერძოდ, ყოველწლიური ტრენინგები მოსამართლეების, ჟურნალისტებისა და ადვოკატებისთვის. ასევე, CLDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება საქპატენტის ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, სასწავლო ვიზიტები აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ვიზიტები საქართველოში ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა CLDP-ის დაფინანსებით, საქართველოში, ივლისში (2016 წ.) დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის თემაზე.
CLDP-ი მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ტრეინიგებისა და საკონსულტაციო მომსახურებების უზრუნველყოფის გზით. საქართველოში ის საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ერთ-ერთი აქტიური უწყაბა მათთან თანამშრომლობის კუთხით.

