წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
24 აპრილი 2016 წ.
თელავის სახელმწიფო უნივერსტეტის და ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. 24 აპრილს (2016 წ.), ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საავტორო უფლებებს საგამომცემლო საქმიანობაში.
კონფერენცია გაიმართა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით. მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, პროექტ “50 საჯარო მოხელე”-ს ფარგლებში გამოცემული სტატიათა კრებული და სასაჩუქრე ნაკრები. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის ინიცირებით, კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სამთვიანი სტაჟირება საქპატენტში.

