მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  1. პატენტი
  2. პროცედურა
  3. გამოგონებაზე ექსპერტიზის პროცედურა

გამოგონებაზე ექსპერტიზის პროცედურა


განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში. საგანაცხადო მასალების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქაღალდზე (იხ. განცხადების ბლანკი), ასევე ელექტრონულად, საქპატენტის ელექტრონული განაცხადების სისტემის გამოყენებით.


განაცხადი უნდა შეიცავდეს:


ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე;

ბ) გამოგონების აღწერილობას;

გ) გამოგონების ფორმულას;

დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად;

ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.


განაცხადის შედგენის შესახებ რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ბმულზე. სასურველია, განაცხადის შედგენისთვის მიმართოთ პატენტრწმუნებულს.

განცხადება წარდგენილი უნდა იყოს ქართულად. სხვა საგანაცხადო მასალების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე. თუმცა საგანაცხადო მასალების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი.


თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს შემდეგ პროცედურულ საფეხურებს:

-          განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება;

-          ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა;

-          არსობრივი ექსპერტიზა.


განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება

განაცხადი მოწმდება ყველა იმ მოთხოვნის  მიმართ, რომელიც საჭიროა განაცხადის შეტანის თარიღის დასადასტურებლად. განაცხადის შეტანის თარიღი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აქედან იწყება პატენტის მოქმედების ვადის ათვლა. ამავე თარიღით განისაზღვრება პრიორიტეტი, მათ შორის საკონვენციო პრიორიტეტის თარიღი, თუ განაცხადის წარდგენა სხვა ქვეყნებშიც ხდება სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის საფუძველზე. პრიორიტეტის  გათვალისწინებით განისაზღვრება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონებისათვის ტექნიკის დონე. სწორედ ტექნიკის დონის მიმართებაში ფასდება გამოგონების სიახლე და საგამომგონებლო დონე.


ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ ტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. ამ დროს მოწმდება განაცხადის მასალების წარმოდგენის სისრულე და ცალკეული საგანაცხადო მასალის, კერძოდ, განცხადების ბლანკის, აღწერილობის, ფორმულისა და ნახაზების  გაფორმების სისწორე. აგრეთვე, მოწმდება, ახლავს თუ არა განაცხადს მინდობილობა, თუკი განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის, მაგალითად, პატენტრწმუნებულის მიერ, უფლებათა გადაცემის აქტი, თუკი განცხადებაში გამომგონებლად მითითებული პირი განსხვავდება განმცხადებლისაგან. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის სტადიაზე განმცხადებელს ან მის წარმომადგენელს ეგზავნება შეტყობინება საგანაცხადო მასალებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ დადგენილ ვადაში მათი აღმოფხვრის შეთავაზებით. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში, არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მასალა, განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.


არსობრივი ექსპერტიზა

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ტარდება არსობრივი ექსპერტიზა. არსობრივი ექსპერტიზა თავის მხრივ მოიცავს ორ ეტაპს: დაცვის ობიექტის დადგენას და ტექნიკის დონის განსაზღვრას.

დაცვის ობიექტის დადგენის ეტაპზე განისაზღვრება განაცხადში წარმოდგენილი დაცვის ობიექტი და მისი აღწერილობის სისრულე, ანუ სპეციალისტისათვის ცხადია თუ არა მისი განხორციელება,; ამავე დროს განისაზღვრება, პასუხობს თუ არა გამოგონება „სამრეწველო გამოყენებადობის“ კრიტერიუმს და მოწმდება გამოგონების ერთიანობა. თუ აღმოჩნდა, რომ დაცვის ობიექტი ეკუთვნის საქართველოს საპატენტო კანონის მე-16 ან მე-17 მუხლებში მითითებულ ობიექტთა რიცხვს, მაშინ გამოიტანება უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როდესაც გამოგონება არ არის გახსნილი საკმარისი სისრულით, ან როდესაც გამოგონება არ აკმაყოფილებს სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმს. გამოგონების ერთიანობის დარღვევის შეთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია დააზუსტოს გამოგონების ფორმულა გამოგონების ერთიანობის მოთხოვნების შესაბამისად.

ტექნიკის დონის განსაზღვრის ეტაპზე ტარდება საპატენტო ძიება და სიახლის და საგამომგონებლო დონის ექსპერტიზა. ძიების მიზანია ტექნიკის დონის დადგენა იმ დარგში, რომელსაც განეკუთვნება გამოგონება. ამ დროს ხორციელდება განაცხადში აღწერილი ტექნიკური გადაწყვეტილების  იდენტური ან მსგავსი ობიექტების მომცველი დოკუმენტების მოძიება საპატენტო-საინფორმაციო და სხვა საძიებო სისტემებში.

ძიების დასრულების შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება ძიების ანგარიში, რომელშიც მითითებულია მოძიებული დოკუმენტების სია, რომლებშიც აღწერილი ობიექტები გამოგონების ობიექტის ანალოგიურია, ან იდენტურია, და  დასკვნა ტექნიკის დონის შესახებ. თუ განაცხადი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს,  განმცხადებელს ეგზავნება დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ. თუ გამოვლინდა, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის ან საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, იგი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ტექნიკის დონის კვლევის დასკვნაში შესაბამისი საფუძვლების მითითებით. ძიების ანგარიშის და დოკუმენტური დასკვნის გაცნობის შემდეგ განმცხადებელს შეუძლია ორი თვის განმავლობაში წამოადგინოს შეცვლილი გამოგონების ფორმულა, წარმოადგინოს დასაბუთებული შეპასუხება. განმცხადებლის დასაბუთებულ შეპასუხებასთან დაკავშირებით საქპატენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

პატენტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის და შემდეგ განაცხადის ბიბლიოგრაფიული მონაცემები გამოგონების რეფერატთან ერთად ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. ოფიციალურ  ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება საქპატენტის სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანის გზით. თუ მითითებულ ვადაში აღნიშნული საჩივარი არ შევა, საქპატენტი გასცემს პატენტს და მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში.

განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპატენტო ექსპერტიზის, გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, ყოველწლიურად პატენტის ძალის შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. საფასურების სია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

პატენტი

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო