პროექტი - ,,ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ (IP4YOUTH&TEACHERS)
საქპატენტი, მონაწილეობას იღებს გაეროს სპეციალიზებული უწყების, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) პროექტში, „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ (IP4YOUTH&TEACHERS).
პროექტი განკუთვნილია ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ ახალგაზრდებში საგამომგონებლო საქმიანობას სტიმულირებას და საგანმანათლებლო პროგრამებში გამომგონებლობისა და ინოვაციის სწავლების დანერგვას. პროექტის მიზანია, საფუძველი ჩაეყაროს ინტელექტუალური საკუთრების სწავლებას სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გააზრებასა და საინოვაციო საქმიანობის წახალისებას.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოტივირებულ და დაინტერესებულტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს, საშუალება ეძლევათ უსასყიდლოთ, გადამზადდნენ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში და გაეცნონ გამომგონებლობის სწავლების მეთოდებს, რის საფუძველზეც მათ შეეძლებათ წაახალისონ მოსწავლეები საგამომგონებლო საქმიანობაში და სწორი მიმართულება მისცენ ღირებული გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში.
პროექტში ჩართვის აუცილებელ წინაპირობას, წარმოადგენსWIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის გავლა (DL101GE), რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
კურსის მსვლელობისას, მასწავლებლებს მენტორობას გაუწევენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატები.
DL101-GE კურსზე რეგისტრაცია გაიხსნება ა.წ. 19 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრამდე, ხოლო კურსი ჩატარდება 8 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით. კურსის გავლის შემდგომ, თითოეულმა მონაწილემ უნდა ჩააბაროს გამოცდა რათა მიიღოს WIPO-ს სერტიფიკატი.
აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგებს ჩაუტარდებათ ტრენინგები გამომგონებლობის სწავლებაში. მათი მონაწილეობით, შემუშავდება, სპეციალური სასწავლო რესურსები და გაკვეთილის გეგმები. ასევე, ქართულად, ითარგმნება, WIPO-ს მიერ „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ (IP4YOUTH&TEACHERS) პროექტის ფარგლებშისკოლებისათვის შექმნილი სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს მოკლე ანიმაციურ ფილმებს სავარჯიშოებით და სხვა სასწავლო რესურსებს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის. IP4YOUTH&TEACHERS სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომია WIPO-ს აკადემიის პლატფორმაზე https://welc.wipo.int/ipedu/main .

