EPO-ს აკადემიის კურსები
ახალი შესაძლებლობა – EPO-ს აკადემიის უფასო ონლაინ კურსები საქართველოს მომხმარებლებისთვის
ევროპის საპატენტო უწყებასა (EPO) და საქპატენტს შორის 2025–2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის 4.3 პუნქტის ფარგლებში, ვალიდაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია EPO-ს აკადემიის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ტემპით სწავლების – თვითმართული (self-paced) ონლაინ კურსები.
აღნიშნული კურსები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული განვითარების ეფექტიანი საშუალებაა და განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი სპეციალისტებისთვის.
კურსების ძირითადი მახასიათებლები:
- • მიზანი: ვალიდაციის პროცესის მხარდაჭერა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება;
- • ფორმატი: დისტანციური, ინდივიდუალური ტემპით სწავლების (self-paced) EPO-ს ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე;
- • სწავლების გრაფიკი: ინდივიდუალურად შერჩეული – მონაწილე თავად განსაზღვრავს სწავლის ტემპსა და გრაფიკს;
- • რეგისტრაცია: მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია EPO-ს ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე: https://ciam.epo.org/registration?ciam_redirect=e-courses.epo.org;
- • ენა: ინგლისური;
- • სწავლის საფასური: კურსები უფასოა.
1.საბაზისო კურსები
|
№ |
კურსის დასახელება |
მოკლე აღწერა |
ბმული |
|
1.1 |
Introduction to the European patent system |
ევროპის საპატენტო სისტემა – შესავალი |
|
|
1.2 |
The patent process at the EPO |
EPO-ში განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა • მიღებისა და ექსპერტიზის პროცედურები; • გასაჩივრების პროცედურა; • შეზღუდვები და გაუქმება; • სააპელაციო საბჭოების სტრუქტურა, კომპეტენციები და პროცედურები. საკითხები წარმოდგენილია კონცეპტუალურ ჭრილში და გამდიდრებულია პრაქტიკული მაგალითებით. კურსი მოიცავს თეორიულ მოდულებსა და შემაჯამებელ ტესტს. კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სერტიფიკატი: შემაჯამებელ ტესტირებაში 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, შეძლებთ სერტიფიკატის ჩამოტვირთვას. |
|
|
1.3 |
Patentability requirements at the EPO |
პატენტუნარიანობის მოთხოვნები EPO-ში |
|
|
1.4 |
Assessing patentability requirements at the EPO |
პატენტუნარიანობის მოთხოვნების შეფასება ევროპის საპატენტო უწყებაში |
|
|
1.5 |
The EPO as a PCT authority |
ევროპის საპატენტო უწყება, როგორც საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულების (PCT) უფლებამოსილი ორგანო |
|
|
1.6 |
Patent Classification |
პატენტების კლასიფიკაცია |
|
|
1.7 |
Exploring patent information |
საპატენტო ინფორმაციის შესწავლა |
|
|
1.8 |
Tutorials: Tools for applying |
სახელმძღვანელო: განაცხადის წარდგენის ინსტრუმენტები |
|
|
1.9 |
Searching prior art based on patent applications |
სიახლის ძიება საპატენტო განაცხადების საფუძველზე |
|
|
1.10 |
Search reports and written opinions |
ძიების ანგარიშები და წერილობითი მოსაზრებები |
|
|
1.11 |
Search strategies |
ძიების სტრატეგიები |
|
|
1.12 |
Compulsory licensing in Europe |
სავალდებულო ლიცენზირება ევროპაში |
|
|
1.13 |
Patent Litigation in Europe |
პატენტთან დაკავშირებული დავები ევროპაში |
2. საშუალო დონის კურსები
|
№ |
კურსის |
მოკლე აღწერა |
ბმული |
|
2.1 |
Using CPC in classification |
პატენტის კოოპერატიული კლასიფიცირების სისტემის (CPC) გამოყენება კლასიფიკაციაში დონე 1 – CPC სისტემის საფუძვლები (Understanding the CPC) განიხილება CPC-ის დანიშნულება, სტრუქტურა და ძირითადი ელემენტები. აღნიშნული ცოდნა აუცილებელია CPC-ის გამოყენებისთვის საპატენტო დოკუმენტების მოძიებისა და კლასიფიცირების პროცესში. დონე 2 – კლასიფიკაცია CPC-ის გამოყენებით (Classifying with the CPC) განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ CPC-ის საბაზისო ცოდნას, თუმცა საჭიროებენ პრაქტიკული უნარების გაღრმავებას კლასიფიცირების პროცესში. დონე 3 – CPC-ის ეფექტიანი გამოყენების ინსტრუმენტები (Tools for making the most of the CPC) წარმოდგენილია CPC-ის გამოყენების პრაქტიკული ინსტრუმენტები და მიდგომები, რომლებიც აუცილებელია საპატენტო დოკუმენტების მოძიებისთვის. დონე 4 – CPC განსაზღვრებები და სიდერმისეული კოდი (CPC Definitions) განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ CPC-ის საფუძვლიან ცოდნას და მიზნად ისახავენ სისტემის პროფესიულ დონეზე გამოყენებასა და კოდის გაღრმავებას. თითოეული დონე სრულდება ტესტით. სერტიფიკატი: შემაჯამებელ ტესტირებაში 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, შეძლებთ სერტიფიკატის ჩამოტვირთვას. |
|
|
2.2 |
IP strategy |
ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგია |
|
|
2.3 |
From idea to |
იდეიდან პატენტამდე |
|
|
2.4 |
IP management: evaluation and protection |
ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი: შეფასება და დაცვა |
|
|
2.5 |
IP management: value extraction |
ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი: ღირებულების რეალიზაცია და კომერციალიზაცია |
|
|
2.6 |
Think patents: the value of patent documentation |
პატენტების მნიშვნელობა ინოვაციასა და კვლევაში |
|
|
2.7 |
The Unitary |
ერთიანი პატენტი |
3.სპეციალიზაციის დონის კურსები
|
№ |
კურსის დასახელება |
მოკლე აღწერა |
ბმული |
|
3.1 |
New technologies and the IP system |
ახალი ტექნოლოგიები და ინტელექტუალური საკუთრების სისტემა |
|
|
3.2 |
Tackling the future: Cross-field inventions |
მომავლის გამოწვევებთან გამკლავება: ტექნოლოგიური გამოგონებები მოსაზვრე სფეროებში |
|
|
3.3 |
Inspiring inventors: Talk series |
შთამაგონებელი გამომგონებლები – საუბრების სერია |
|
|
3.4 |
An introduction to TIP | TIP-2024 |
ტექნოლოგიური ინტელექტის პლატფორმა (TIP-2024) – შესავალი |
|
|
3.5 |
Opposition procedure at the EPO |
დავების განხილვის პროცედურა EPO-ში |
|
|
3.6 |
Mock trials |
იმიტირებული სასამართლო პროცესები |