
ნინო ჩიქოვანი
თავმჯდომარის მოადგილე
დაიბადა 1975 წლის 12 მარტს.
2019 წლის დეკემბრიდან იკავებს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას
განათლება
1999 წელს დაამთავრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ს/კ ინსტიტუტთან არსებული სამედიცინო ინსტიტუტი და მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია (მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული).
პროფესიული გამოცდილება
- 2016 – 2019 წწ. აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის (SRCIC) ვიცე პრეზიდენტი;
- 2015-2019 წწ. სსიკ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;
- 2011-2015 წწ. სსიკ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი;
- 2006-2011 წწ. სსიკ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
- 2004-2006 წწ. სსიკ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
- 2001-2004 წწ. შპს „მდ გრუპ“-ის გენერალური მენეჯერი;
- 1998-2001 წწ. შპს „დივაისი“-ს მმართველი მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაცია
- 2019 წ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
- 2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
- 2018 წ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
- 2017 წ. ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრი;
- 2017 წ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
- 2017 წ. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
- 2015 წ. ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრი;
- 2015-2020 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მხრიდან საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატების ერთობლივ პროექტს „ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოში შრომითი ბაზრის გაუმჯობესება“;;
- 2010-2017 წწ. საქართველოში კოორდინაციას უწევდა პროექტს „East Invest – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) შესაძლებლობების გაზრდა“;
- 2024 წ. WIPO-ს აკადემიის ტრენერთა გადამზადების პროგრამა
- 2024 წ. WIPO-ს აკადემიის თვითმართული კურსი IP ტრენერებისთვის: შესავალი სწავლების მეთოდოლოგიებში
- 2024 წ. სპეციალიზაციის კურსი სასაქონლო ნიშნები, სამრეწველო დიზაინები და გეოგრაფიული აღნიშვნები WIPO-ს აკადემია
- 2023 წ. სპეციალიზებული კურსი პატენტების საფუძვლებზე -WIPO-ს აკადემია
- 2023 წ. სპეციალიზებული კურსი განვითარების დღის წესრიგის წარმატებული პროექტების დაგეგმვაზე- WIPO-ს აკადემია
- 2014 წ. ტრენინგი „ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების მართვა“ ევროპალტა, (ბრიუსელი, ბელგია);
- 2008 წ. სასწავლო კურსი „ლოჯისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო (პეკინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა);
- 2007 წ. სასწავლო კურსი „საჯარო მოხელეების სასწავლო კურსი“, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, (ტოკიო, იაპონია);
- 2003 წ. სემინარი „სარეკლამო და პრომოუშენის სხვა ინსტრუმენტების მართვა“, სენტ მერის უნივერსიტეტის ბიზნესის განვითარების ცენტრი, საქართველოს ბიზნეს განვითარების ცენტრი - კავკასია;
- 2001 წ. პრაქტიკული კურსი „მარკეტინგი“, ჰიპ ავსტრია (გმუნდენი, ავსტრია);
ენები
- ინგლისური
- რუსული
ოჯახური მდგომარეობა
- ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ბოლო სიახლეები

