
სოსო გიორგაძე
თავმჯდომარე
დაიბადა 1988 წლის 29 თებერვალს
2022 წლის 20 ოქტომბრიდან იკავებს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობას.
განათლება
2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
პროფესიული გამოცდილება
- 2021-2022 წწ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
- 2020-2021 წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
- 2019-2020 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი;
- 2016-2019 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე;
- 2014-2016 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი;
- 2013-2014 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი;
- 2013 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მრჩეველი.
დამატებითი ინფორმაცია
- 2023 წ. ინტელექტუალური საკუთრების უწყების ადმინისტრირების პროგრამა: საუკეთესო პრაქტიკა და აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) გამოცდილება სასაქონლო ნიშნებში, აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) ინტელექტუალური საკუთრების გლობალური აკადემია (GIPA).
- 2016 წ. ტრენინგი „ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მენეჯმენტი“, მართვის აკადემია.
- 2014 წ. ტრენინგი „სამართლებრივი მართლწერა“, იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
ენები
- ქართული
- ინგლისური
ოჯახური მდგომარეობა
- დაოჯახებული
ბოლო სიახლეები

