კითხვა-პასუხი
მიუხედავად ამისა, ზოგადი მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გამოგონება არის იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას.
პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
- ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები და ა.შ.);
- ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
- ტექნიკის დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
სასარგებლო მოდელის მოწმობა შეიძლება გაიცეს სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
- ტექნიკის დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
პატენტი/მოწმობა იცავს ისეთ გამოგონებას/სასარგებლო მოდელს, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს (პატენტუნარიანობის/დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები). ეს კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.
1. სიახლე
გამოგონებას/სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომლებიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვაგვარად.
2. საგამომგონებლო დონე
გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან;
სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.
3. სამრეწველო გამოყენებადობა
გამოგონებას/სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.
ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;
ბ) მხატვრული ქმნილება;
გ) ალგორითმები, კომპიუტერული პროგრამა;
დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობების, გათამაშების წესები;
ე) საქმიანობის და ორგანიზების მართვის მეთოდი;
ვ) ნაგებობის, შენობის, ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი და სქემა;
ზ) ინფორმაციის წარდგენა.
აღნიშნული ობიექტები არ მიიჩნევა გამოგონებად/სასარგებლო მოდელად, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.
საპატენტო სამართალი ადგენს ასევე, როგორ გამოგონებაზე/სასარგებლო მოდელზე არ გაიცემა პატენტი/მოწმობა.
პატენტი/მოწმობა არ გაიცემა:
ა) გამოგონებაზე/სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;
ბ) ადამიანის ან ცხოველის მკურნალობის ქირურგიულ ან თერაპიულ ხერხებზე, აგრეთვე დიაგნოსტიკურ ხერხებზე, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის სხეულზე. ეს წესი არ ვრცელდება აღნიშნულ ხერხებში გამოყენებულ მოწყობილობებზე, ნივთიერებებსა და ნაერთებზე;
გ) მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;
მოწმობა არ გაიცემა:
დ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს, მათ შორის, ფარმაცევტულ ნივთიერებებს.
პარიზის კონვენციისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე განმცხადებელს ან მის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს პირველი განაცხადის შეტანიდან 12 თვის განმავლობაში საქპატენტში წარადგინოს განაცხადი და მოითხოვოს პირველ განაცხადზე მოპოვებული პრიორიტეტის უფლების გამოყენება.
განმცხადებელმა ასევე შეიძლება ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ასეთ დროს განმცხადებელი ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.
განსაკუთრებული უფლების მფლობელს შეუძლია აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:
ა) პატენტით/სასარგებლო მოდელის მოწმობით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა;
ბ) პატენტით/სასარგებლო მოდელის მოწმობით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;
გ) პატენტით/სასარგებლო მოდელის მოწმობით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.
პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის მფლობელს ასევე უფლება აქვს გასცეს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია.
გაცემული არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, გამოიყენოს პატენტი/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელი პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის მფლობელის მიერ დადგენილი პირობებით. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ არაექსკლუზიური.
განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან აღნიშნული პროდუქტის სხვაგვარად გამოყენება;
ბ) გამოგონების/სასარგებლო მოდელის კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ აღნიშნული ქმედების მიზანი არ არის ეკონომიკური საქმიანობა;
გ) გამოგონების/სასარგებლო მოდელის უცხო ქვეყნის საზღვაო ხომალდზე ან საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება/სასარგებლო მოდელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;
დ) გამოგონების/სასარგებლო მოდელის ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის გამოყენება;
ე) პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დასაშვებად საჭირო კვლევების ჩატარება და სხვა პროცედურების განხორციელება, თუ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი პატენტის ვადის გასვლამდე არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის.
განმცხადებელი განსაკუთრებული უფლებებს მოიპოვებს პატენტის/მოწმობის გაცემის დღიდან.
განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის/მოწმობის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით/მოწმობით. თუ პატენტი/მოწმობა არ იქნება გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმილად არ მიიჩნევა.
- გამომგონებელს – ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი (თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი რამდენიმე პირის ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია, თითოეული მათგანი მიიჩნევა გამოგონებლად), ან მის უფლებამონაცვლეს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს);
- დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი შექმნილია დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულების შედეგად.
განაცხადი პატენტის მიღების თაობაზე/სასარგებლო მოდელის რეგისტრაციის თაობაზე უნდა შეიცავდეს:
- დადგენილი ფორმით შედგენილ განცხადებას.
- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას, რომელშიც იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების/სასარგებლო მოდელის არსი და მისი განხორციელების შესაძლებლობა, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების/სასარგებლო მოდელის რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ.
- საერთაშორისო დეპოზიტორიუმის მიერ გაცემულ ბიოლოგიური მასალის დეპონირების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ რეპროდუცირებად მასალას.
- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულას, რომელიც განსაზღვრავს გამოგონების/სასარგებლო მოდელის დაცვის ფარგლებს;
- ნახაზებს და სხვა მასალებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობაში გადმოცემული არსის ასახსნელად;
- საინფორმაციო ხასიათის რეფერატს, რომელიც გამოგონების/სასარგებლო მოდელის მოკლე აღწერაა;
- თუ განაცხადი წარდგენილია გამომგონებლის უფლებამონაცვლის მიერ, უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს.
- განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ გამოგონებას ან ერთ სასარგებლო მოდელს, ამასთან შეიძლება შეიცავდეს ერთ საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა/სასარგებლო მოდელთა ჯგუფს.
- განაცხადი საქპატენტში შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები: განცხადება პატენტის მისაღებად, აღწერილობა.
- განაცხადის შეტანის თარიღის დადგენას;
- ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს საგანაცხადო მასალების სისრულისა, ასევე განცხადების გაფორმების სიზუსტისა და სისწორის შემოწმებას;
- არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი და გამოგონება/სასარგებლო მოდელი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განსაკუთრებით პატენტუნარიანობის/დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
- გადაწყვეტილების მიღებას პატენტის/მოწმობის გაცემის თაობაზე;
დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში პატენტის/სასარგებლო მოდელის რეგისტრაციას, პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მონაცემების გამოქვეყნებას საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, საპატენტო სიგელის/სასარგებლო მოდელის მოწმობის გაცემას.
- ეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც საპატენტო კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად;
- ეხება გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს, რომელზეც საპატენტო კანონის თანახმად პატენტი/მოწმობა არ გაიცემა;
- არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს;
- არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს;
- არ აკმაყოფილებს სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმს;
- არ არის აღწერილი სათანადო სისრულით;
- შეიცავს ფორმულას, რომელიც არ გამომდინარეობს აღწერილობიდან.
ა) საქპატენტში შეტანილი განაცხადი ნაწილებად დაყოს და გამოყოფილი განაცხადი წარადგინოს. გამოყოფილი განაცხადის საგანი არ უნდა გასცდეს შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ბ) მოითხოვოს წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების შეტანა, თუ ეს ცვლილება არ სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
გ) განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით;
დ) მოითხოვოს განაცხადის განხილვის შეჩერება;
ე) მოითხოვოს საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება;
ვ) მოითხოვოს ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა;
ზ) გაასაჩივროს ექსპერტიზის გადაწყვეტილება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 3 თვის ვადაში სააპელაციო პალატაში.
პატენტს/სასარგებლო მოდელის რეგისტრაციას აუქმებს საქპატენტი:
- პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
- პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელის მიერ პატენტის/მოწმობის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელს შეუძლია პატენტის/მოწმობის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხადოს მომდევნო წლით ძალის შენარჩუნების საფასური, რაც გაუქმებული პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღდგენას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია გაუქმებული პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელი გადაიხდის პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.
სასამართლო პატენტს/რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელი არ არის აღწერილი ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად/სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი/მოწმობა არ გაიცემა;
ე) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი/მოწმობა გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;
ზ) პატენტით/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.
ა) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელი არ არის აღწერილი ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად/სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი/მოწმობა არ გაიცემა;
ე) პატენტის/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი/მოწმობა გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტით/რეგისტრირებული სასარგებლო მოდელით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.
განმცხადებლისა და პატენტმფლობელის მოთხოვნით განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილების, განაცხადის განხილვის შეჩერების, შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელების, რეესტრში ცვლილებების შეტანისა და სხვა მოთხოვნებისთვისაც უნდა იქნეს გადახდილი საფასურები.
2. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქვეყანა არის რომელიმე რეგიონალური შეთანხმების მონაწილე (მაგ.: ევროპის საპატენტო კონვენცია, ევრაზიის საპატენტო კონვენცია და სხვ.), განაცხადის შეტანა შესაძლებელია შესაბამის რეგიონალურ უწყებაში.
3. საქართველოს მოქალაქისათვის ან რეზიდენტი პირისათვის გამოგონების ან სასარგებლო მოდელის უცხოეთში დაპატენტება შესაძლებელია საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებით (PCT) გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს მიმღებ უწყებაში (საქართველოს შემთხვევაში ასეთ უწყებას წარმოადგენს საქპატენტი) საერთაშორისო განაცხადის შეტანას, რაც შესაძლებელს ხდის საპატენტო დაცვის მოპოვებას PCT-ის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში.
გარდა ამისა, გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (საქართველო წევრია 1991 წლიდან), საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება PCT (საქართველო წევრია 1991 წლიდან), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმება “ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” (TRIPS) შეთანხმება (საქართველო წევრია 2000 წლიდან).
რაც შეეხება საპატენტო უფლებების განხორციელებასა და დარღვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ისინი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, და სისხლის სამართლის კოდექსის 1891-ე მუხლით.

