სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
18 სექტემბერი 2017 წ.
18 - 22 სექტემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, თბილისში, საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ისმო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტარდება ინგლისურენოვანი ,,სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“.
სასწავლო კურსის მსვლელობისას მონაწილეები მოისმენენ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ლექციებს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, გაეცნობიან სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, დაცვის სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებს და საერთაშორისო პრაქტიკას. კურსის ფარგლებში გაიმართება დისკუსია სხვადსახვა საკითხებზე, მათ შორის, ბრენდინგის სტრატეგიებსა და ამ მნიშვნელოვან პროცესში გეოგრაფიული აღნიშვნების როლზე. მონაწილეები, ასევე, გაეცნობიან სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებებს, მოქმედ კანონმდებლობას, რომლითაც წესრიგდება გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და შესაბამისი სამინისტროების ექსპერტებისათვის. კურსის მიზანია დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება.
კურსის დასრულებისას, 12 ქვეყნის წარმომადგენელს გადაეცემა სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

