პოლონეთსა და ლატვიაში, „სულგუნი“- სა და ქართული ღვინო „კახეთი“- ს უნებართვოდ გამოყენების ფაქტები აღმოიფხვრა.
17 აგვისტო 2017 წ.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“, მიმართა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორატს, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების - „კახეთი“ (კახური), ასევე ქართული ყველის გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ სავარაუდო, უნებართვო გამოყენების ფაქტების აღმოფხვრის შესახებ.
კერძოდ, პოლონეთში სავაჭრო ქსელში - “Lewiatan“, დაფიქსირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებით - „კახეთი (კახური) ნიშანდებული, უკრაინაში ჩამოსხმული ღვინის “Kakheti Premium“ რეალიზაცია.
ამასთან, ლატვიაში ქ. რიგაში, ხდებოდა ლატვიური კომპანიის მიერ, ლატვიაში ნაწარმოები ყველის - ,,სულგუნი“ რეალიზაცია.
პოლონურ და ლატვიურ მხარეებთან დამყარებული კონტაქტის შედეგად, ამ ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მხრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 175-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა ადეკვატური ადმინისტრაციული ქმედებები.
კერძოდ, ყველის შემთხვევაში, მოხდა ეტიკეტის შეცვლა, ხოლო ღვინის პარტია კი ამოღებულ იქნა სავაჭრო ქსელიდან.


