ENGLISH |
გარდამტეხი მომენტი მადრიდის სისტემის ისტორიაში - მადრიდის პროტოკოლს ინდონეზია შეუერთდა. პროტოკოლი ინდონეზიაში ძალაში შევა 2018 წლის 2 იანვარს, რის შედეგადაც ინდონეზიის ადგილობრივი სასაქონლო ნიშნის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, მადრიდის სისტემის მეშვეობით და ერთი საერთაშორისო განაცხადის შევსებით, დაიცვან თავისი სასაქონლო ნიშანი მადრიდის წევრ ქვეყნებში, ხოლო მადრიდის სისტემის წევრი ქვეყნები შეძლებენ სასაქონლო ნიშნის დაცვას ინდონეზიაში.
სამხრეთ აზიური გაერთიანებიდან (ASEAN) ინდონეზია არის მერვე ქვეყანა, რომელიც მადრიდის სისტემას შეუერთდა პროტოკოლის მე-5 (2) (b) მუხლით, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების გამოტანის 18 თვიან ვადას და საერთო რეგულაციის მე-20 (6) (b) მუხლით, რომელიც ზღუდავს საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებული ლიცენზიის ასახვას ინდონეზიაში. ინდონეზიის შეერთებით მადრიდის პროტოკოლი უკვე ისმო-ს მეხუთე კავშირია, რომელსაც 100 წევრზე მეტი მონაწილე ჰყავს.
საკუთარი სასაქონლო ნიშნის დაცვით დაინტერესებულ პირებს ინდონეზიაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები შეუძლიათ მოიძიონ Global Brand Database-ში. ასევე, ინდონეზიაში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურების ნახვა შესაძლებელია Member profiles Database-ში.