ELSA -ს სასწავლო ვიზიტი საქპატენტში
16 აპრილი 2018 წ.
2018 წლის 14-16 აპრილს, ELSA-ს სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, რომლის მიზანია კულტურულ-შემეცნებითი ურთიერთგაცვლა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისისა (ELSA Tbilisi) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობით, პოლონეთიდან წარმოდგენილი 11 სტუდენტისათვის, საქპატენტის მცხეთის ოფისში ჩატარდა ლექცია თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“. ლექციას, რომელსაც უცხოელ სტუდენტებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ქართველი სტუდენტებიც უძღვებოდა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა ფრუიძე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. ლექციაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სისტემისა და ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ საქპატენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
