საქპატენტის თავმჯდომარე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხთა ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
19 ოქტომბერი 2026 წ.


საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მცხეთის სათავო ოფისში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხთა ოფისის ხელმძღვანელსა და მრჩეველს, სპირიდონ იკონომუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის ბერძნული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების დაცვის, ასევე სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის საკითხები განიხილეს.
საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხთა ოფისი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქპატენტის გეოგრაფიული აღნიშვნების, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე, აგრეთვე საბერძნეთის საელჩოს ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხთა ოფისის სამეცნიერო ასისტენტი სალომე გვენცაძე.
ბოლო სიახლეები