26 აპრილი - ,,ცვლილებების მამოძრავებელი ძალა: ქალები ინოვაციისა და შემოქმედების სფეროში“.
26 აპრილი 2018 წ.
დღეს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 2018 წლის 26 აპრილის სლოგანად დასახელდა: ,,ცვლილებების მამოძრავებელი ძალა: ქალები ინოვაციისა და შემოქმედების სფეროში“. წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში ხდება ქალების ბრწყინვალე გონების, გამომგონებლობის, ცნობისმოყვარეობისა და გამბედაობის ჯეროვანი აღიარება, რომელთა წყალობითაც მსოფლიოში შემოდის ცვლილებები და ყალიბდება ჩვენი საერთო მომავალი. მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მთელი მსოფლიოდან უფრო მეტი ქალისა და გოგონას ჩაბმა საინოვაციო და შემოქმედებით საქმინობაში. ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემა წარმოადგენს შესაძლებლობას, ხაზგასმით აღინიშნოს, თუ როგორ შეუძლია ინტელექტუალური საკუთრების სისტემას ინოვაციურად და შემოქმედებითად მოაზროვნე ქალების მხარდაჭერა თავიანთ მისწრაფებებში, აქციონ თავიანთი განსაცვიფრებელი იდეები საბაზრო პროდუქტად. 2000 წლიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი ქვეყნების მიერ, 26 აპრილს, ყოველწლიურად აღინიშნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. ამ თარიღთანაა დაკავშირებული, 1970 წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის ძალაში შესვლა. აღნიშნულ დღეს, ყველას ეძლევა საშუალება, გააცნობიეროს, თუ რა წვლილი შეაქვს ინტელექტუალურ საკუთრებას მუსიკის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებას.

