დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა მეორე საკვალიფიკაციო გამოცდა
15 სექტემბერი 2026 წ.

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2026 წლის 14 სექტემბრის №291 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგ სპეციალიზაციებში:
• საერთო სპეციალიზაცია;
• სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაცია.
თითოეულ სპეციალიზაციაში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2 ეტაპად და მოიცავს ტესტირებასა და წერით გამოცდას. გამოცდა ტარდება ფიზიკურ ფორმატში, წერილობით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
გამოცდების ჩატარების თარიღები:
I ეტაპი – ტესტირება: 21 ნოემბერი, 2026 წელი;
II ეტაპი – წერითი გამოცდა: 5 დეკემბერი, 2026 წელი.
გამოცდის ჩატარების ადგილი:
ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, IV სართ.
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცედურა და ვადა:
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა 2026 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შევსებული საგანაცხადო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exam.patentattorney@sakpatenti.gov.ge
სარეგისტრაციო განაცხადს თან უნდა ერთოდეს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ელექტრონული ასლი (სპეციალიზაციის შესაბამისად);
• პირადი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
• ფოტოსურათი (3X4 ფორმატი);
• გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაში მონაწილეობის საფასური
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 250 ლარს. გადახდა უნდა მოხდეს რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203 831 363
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი: 707 807 519
დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური.
სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დასტურდება მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.
საგამოცდო პროგრამა
საგამოცდო პროგრამა განსაზღვრულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: +995 32 2 25 25 33
ელფოსტა: exam.patentattorney@sakpatenti.gov.ge
დანართები
ბრძანება №291 გამოცდის დანიშვნის თაობაზე
გამოცდაზე სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა
ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების კრებული
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კრებული
• საგამოცდო პროგრამა – ბრძანების დანართი 1
• სერტიფიკატის ფორმა – ბრძანების დანართი 2
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონი
საერთო სპეციალიზაციის დავალების ნიმუშები
სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის დავალების ნიმუშები