მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“


12 ივლისი 2018 წ.


დღეს, 12 ივლისს (2018წ.), გაიხსნა რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ. კონფერენცია იმართება ქალაქ ბათუმში და მიზნად ისახავს  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებას, უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების დამყარებას.
კონფერენციაზე განიხილება ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სათანადო აღსრულებას, მათ შორის ბრენდინგის სტრატეგიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, უფლებების აღსრულებასთან მიმართებაში ისაუბრებენ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და კონტრაფაქციული საქონლის ონლაინ სივრცეში გაყიდვებზე. ყურადღება გამახვილდება DCFTA-ის შეთანხმების საფუძველზე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირეულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, პარალელურ იმპორტზე, მტკიცებულებების უზრუნველყოფის და ზიანის დადგენის თაობაზე საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა აქტუალურ  თემებზე.  
ღონისძიების მონაწილეები, ასევე, განიხილავენ ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შედეგებს და არსებულ გამოწვევებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის ასისტენტი, მილენიკ გეტაჰუნი. კონფერენციაში მონაწილეობენ, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტთან არსებული აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო და საბაჟო დაცვის განყოფილების, აშშ-ს სასაქონლო ნიშნებისა და პატენტების უწყების (USPTO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ადგილობრივი და უცხოური კერძო კომპანიების, საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. 
კონფერენციის ორგანიზატორების პარტნიორები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. სპონსორობას უწევენ კომპანიები - „შალვინო“, „ბი-ელ-სი იურიდიული ოფისი“ და „მიქაძე, გეგეჩკორი, თაქთაქიშვილის იურიდიული კომპანია“.
კონფერენციის მუშაობა ორ დღეს გასტანს და მას 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

2018-07-12

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო