ELSA - საზაფხულო სკოლა
17 ივლისი 2018 წ.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ უკვე მესამედ ტარდება საქართველოში. ღონისძიება ხორციელდება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, მსოფლიო პროექტების ორგანიზაციისა (WPO) და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის CLDP-ის პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით. 15-დან 22 ივლისის ჩათვლით (2018 წ.) 45 სტუდენტი 17 ქვეყნიდან, ევროპული და ქართული უნივერსიტეტებიდან მოისმენენ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და დარგობრივი სპეციალისტების ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების aცალკეული ობიექტების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის საშუალებების შესახებ. კურსის მსვლელობისას, სამართლის სკოლის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს, სადაც გაეცნობიან აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობას და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირების შესახებ.
საქართველო უკვე მესამედ წარმატებით უერთდება იმ 22 ქვეყანას, სადაც სასწავლო კურსს უძღვებიან გამოცდილი დარგობრივი სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წარჩინებულ სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ხელს უწყობენ მათი ცნობიერების ამაღლებას.


