“სემინარი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე ჟურნალისტებისათვის”
20 ივლისი 2018 წ.
20 ივლისს, ქალაქ ბათუმში, ჟურნალისტებისთვის ჩატარდა შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგზე, ჟურნალისტებს ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ესაუბრნენ ინტელექტუალური საკუთრების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, საქპატენტისა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და უფლებების აღსრულების მიმართულებით საქართველოში დღეს არსებული ვითარება.
ჟურნალისტებისთვის აღნიშნული შეხვედრის ჩატარებას უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს საქართველოში და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებას.


