სემინარი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე მოსამართლეთათვის
21 ივლისი 2018 წ.
21-22 ივლისს, ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე ამერიკელმა მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე. ასევე, საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქპატენტის სააპელაციო პალატის და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, მოისმინეს ამერიკელი მოსამართლეების მოსაზრებები და რეკომენდაციები.
ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს და დაეხმარება ქართველ მოსამართლეებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმპლემენტაციაში.


