IPEFS ელექტრონულ სისტემაში განაცხადის შეტანისას, ელექტრონულად წარმოსადგენი მონაცემთა ერთობლიობის (ფაილის) ფორმატის და მოცულობის დამტკიცების შესახებ
30 აგვისტო 2018 წ.
გაცნობებთ, რომ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აგვისტოს N52 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის (IPEFS) სისტემაში, სასაქონლო ნიშნის და დიზაინის რეგისტრაციაზე და ნაწარმოების ან/და მონაცემთა ბაზის დეპონირებაზე განაცხადის შეტანისას, ელექტრონულად წარმოსადგენი მონაცემთა ერთობლიობის (ფაილის) ფორმატი და მოცულობა.
იმ შემთხვევაში თუ წარმოსადგენი ფაილის ფორმატი ან/და მოცულობა არ არის მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ ჩამონათვალში, ფაილი წარმოდგენილ უნდა იქნეს მისაღები ფაილის ფორმატით, ხოლო დიდი მოცულობის ფაილები, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვებს, შემცირებულ უნდა იქნეს (შეიკუმშოს) შესაბამის მოცულობამდე ან დაიყოს ნაწილებად, რომ დააკმაყოფილოს ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აღნიშნული ბრძანება, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებული ბმულზე:

