განმცხადებელთა საყურადღებოდ!
03 სექტემბერი 2018 წ.
გაცნობებთ, რომ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს N2 ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებაში.
ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად, სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) სახელის და გვარის (სახელწოდება) და იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართის ცვლილებისას არ მოხდება რეესტრში ცვლილების საფასურის გადახდა.
აღნიშნული ცვლილება ძალაშია 2018 წლის 11 აგვისტოდან.
შესაბამისად, გთხოვთ, შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელოთ თქვენი მისამართების დაზუსტება.

