საქპატენტში ელექტრონული შიდა საქმისწარმოების სისტემა ამოქმედდა
07 სექტემბერი 2018 წ.
დღეიდან, საქპატენტში ელექტრონული შიდა საქმისწარმოების სისტემა სრულად ამოქმედდა. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემის მეშვეობით მარტივად და ეფექტურად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება, რაც მიზნად ისახავს საქპატენტში მართვის მექანიზმების შემდგომ გაუმჯობესებას და დახვეწას.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოსთან (USAID) ელექტრონული მართვის სისტემის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

ბოლო სიახლეები
