2018 წლის 19 სექტემბერს დაიწყება რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგად კურსზე (DL101GE), რომლის გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ქართულ ენაზე შეეძლება. (იხ. ლინკი http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/)
აღნიშნული კურსის ქართულენოვანი ვერსია შემუშავდა საქპატენტის მიერ, WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.
კურსის საპილოტე ვერსიას, პირველ ეტაპზე, სკოლის პედაგოგები გაივლიან. კურსი უსასყიდლოა და მიზანშეწონილია ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის, რათა მიღებული ცოდნის საფუძველზე, წაახალისონ მოსწავლეები საგამომგონებლო საქმიანობაში და სწორი მიმართულება მისცენ ღირებული გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული სერტიფიკატები და ასევე, მათ შეეძლებათ, ჩართვა WIPO-ს პროექტში - „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ (პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ IP4YOUTH&TEACHERS https://welc.wipo.int/ipedu/main).
კურსის მსვლელობისას მასწავლებლებს მენტორობას გაუწევენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირებისთვის კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2019 წლის 15 იანვრიდან.
მომავალში, აღნიშნული პროექტის ანალოგიურად, ასევე იგეგმება ისმო-ს აკადემიის სპეციალიზებური დისტანციური სწავლების კურსების ქართული ვერსიების შემუშავება, ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ ობიექტებზე (სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები, გამოგონებები და სხვ.).
თუ გსურთ გაიაროთ აღნიშნული კურსი, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: dl101ge@sakpatenti.org.ge რის შემდგომ, დამატებით მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას კურსზე რეგისტრაციის შესახებ.
საკონტაქტო პირი: ანა ჯალიაშვილი, ტელეფონი: 599 171 741