VIP4SME შეხვედრა პატენტრწმუნებულებთან და იურისტებთან
16 ოქტომბერი 2018 წ.
2018 წლის, 19 ოქტომბერს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“, ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის „Horizon 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ (Value of Intellectual Property for SME – VIP4SME) გამართავს შეხვედრას პატენტრწმუნებულებთან და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოღვაწე იურისტებთან.
აღნიშნული პროექტი ეხმარება ქართველ მეწარმეებს ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შექმნასა და მის მენეჯმენტში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ეკონომიკური ღირებულების შექმნას, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრაზე განიხილება საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის პრაქტიკა, ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის საკითხი., ასევე დამსწრე საზოგადოება გაეცნობა იმ გზებს რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინტელექტუალური საკუთრების სერვისებზე წვდომა.
შეხვედრა გაიმართება საქპატენტის ვაკის ოფისში, მის. რამიშვილის ქ 13, 14:00 – 17:00 საათამდე.
გიწვევთ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებული ლინკის საშუალებით:

