ENGLISH |
2018 წლის 21 ნოემბერს, ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, რობერტო აზევედოსა და ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ვიქტორ დოლიძეს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დეპონირებულ იქნა საქართველოს მიერ რატიფიცირებული ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ (TRIPS) შეთანხმების ცვლილების ოქმის სარატიფიკაციო სიგელი.
აღნიშნული შეთანხმების ცვლილების ოქმთან საქართველოს მიერთების მიზნით, საქპატენტის ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა. 2005 წლის 6 დეკემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა ოქმი TRIPS-ის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (Protocol Amending the TRIPS Agreement), რომლის თანახმად, წარმოების არმქონე ან შეზღუდული წარმოების მქონე ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით, სავალდებულო ლიცენზიის დამატებითი ფორმით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტების წარმოება და ექსპორტი.