საქპატენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
21 იანვარი 2019 წ.
დღეს, 21 იანვარს (2019წ.), საქპატენტს ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. შეხვედრა მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის „E Pluribus Unum“-ის წევრების ინიციატივით, რომლებიც დაინტერესდნენ საქპატენტის საქმიანობით და სურვილი გამოთქვეს ტრენინგის სახით გაცნობოდნენ საქპატენტში მიმდინარე პროცესებს.
დღევანდელ ღინისძიებას 30 სტუდენტი დაესწრო. სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ, რომელმაც სტუდენტებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირებისა და საქპატენტის საქმიანობის შესახებ, ასევე გააცნო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტები უშუალოდ გაეცნენ საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ექსპერტიზის პროცედურებს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას.
