სამუშაო შეხვედრა გეოგრაფიული აღნიშვნების თემაზე
19 თებერვალი 2019 წ.
19 თებერვალს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში.
ევროკავშირისა და საფრანგეთის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, განხილულ იქნა გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების შედგენის, წარმოშობის ადგილსა და საბოლოო პროდუქტს შორის კავშირის დადგენისა, სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანის საკითხები.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრენდინგის და მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ მარკეტინგული საბჭოს როლსა და უფლებამოსილებას. მარკეტინგული საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის წარმომადგენლები.
