ENGLISH |
2019 წლის 22-25 აპრილს საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრში ტარდება სასწავლო კურსი „საპატენტო ძიება“, რომელიც მოიცავს საპატენტო სისტემის მიმოხილვას და საპატენტო-საინფორმაციო ძიების ტექნიკის გაცნობას. კურსი განკუთვნილია უნივერსიტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის.
კურსის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა საპატენტო ინფორმაციის მნიშვნელობის, ძირითადი საძიებო სისტემების და საძიებო ტექნიკის შესახებ. აღნიშნული ცოდნა კურსის მონაწილეებს დაეხმარება მათი საქმიანობის სფეროში არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობაში, საპატენტო განაცხადის მომზადებამდე ტექნიკის დონის პირველად შეფასებაში და საპატენტო განაცხადის მომზადების და საქპატენტში წარდგენის უკეთესად დაგეგმვაში. კურსს უძღვებიან სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ საქპატენტი“ სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები). კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსის პირველ ნაკადში მონაწილეობას იღებენ თსუ-ს, სტუ-ს, ილიაუნის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.