კონფერენცია - ინტელექტუალური საკუთრება და მედიაცია
30 აპრილი 2019 წ.
2019 წლის 30-31 მაისს, ქ. ალიკანტეში (ესპანეთი), ევროპის ინეტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სათაო ოფისსში, გაიმართება რიგით მეორე კონფერენცია ,,ინტელექტუალური საკუთრება და მედიაცია“. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის, EUIPO-ს აკადემიისა და EUIPO-ს იურიდიული და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ორგანიზებით.
მედიაცია წარმოადგენს მზარდ მიმართულებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და მეთოდს, რომელსაც სულ უფრო ხშირად მიმართავენ დავების გადაწყვეტისას. ჯგუფური დისკუსიების, აუდიტორიასთან ინტერაქტიული ურთიერთობისა და რეალური მაგალითების მეშვეობით კონფერენციაზე განხილული იქნება მედიაციის უპირატესობები.
კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
- მედიაციის დამატებითი ღირებულება;
- ინტელექტუალური საკუთრების მედიაციის მიმართულებები და პრაქტიკა მსოფლიოში;
- ინტელექტუალური საკუთრების მედიაცია სასამართლოში;
- ხელოვნური ინტელექტი და მედიაცია;
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოხდენის
უნარ-ჩვევები;
- ჰიბრიდული მედიაციის საშუალებები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://euipo.europa.eu/ohimportal/en/ip-mediation-conference2019

