საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის ლექტორთა ტრენინგი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“
19 დეკემბერი 2016 წ.
19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა.
სასწავლო კურსი, რომლის მიზანი იყო ტრენინგის ჩატარების უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება, მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სალექციო კურსის პროგრამის ტექნიკურად და მეთოდოლოგიურად მომზადების სწავლებას, სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და აუდიტორიის გათვალისწინებით, ცოდნის ხარისხის განმსაზღვრელი სავარჯიშოებისა და სასწავლო მასალების შემუშავებას. მეცნიერული მიდგომების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის წარმართვის მეთოდოლოგია მოიცავს სწავლების სხვადასხვა ხერხებსა და ეტაპებს, რაც უზრუნველყოფს პროგრამებით განსაზღვრული მიზნების განხორციელების მაღალეფექტიანობას.
ტრენინგს, რომელიც ისმო-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის პროექტის ფარგლებში ტარდება, უძღვებოდნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
2017 წელს ჩატარდება სწავლების მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტრენერების ტრენინგს სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების კურსის შემუშავებასთან დაკავშირებით.

