მდგრადობა და თანამშრომლობა ჯგუფებს შორის - გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი
23 სექტემბერი 2019 წ.
დღეს, 23 სექტემბერს (2019წ.) თბილისში OriGIn-ის 2019 წლის კონფერენციაზე შეიკრიბა 30 ქვეყნის ორასი დელეგატი. ,,მოხარული ვართ იმით, რომ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი წევრების მონაწილეობა და ენთუზიაზმი, რომლებიც შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ გადახედონ ბოლო კონფერენციაზე განხორციელებულ სამუშაოს და დასახონ oriGIn-ის მომავალი საქმიანობის გეგმები. ეს იმის დასტურია, რომ oriGIn გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში გლობალური დებატების მნიშვნელოვანი მონაწილეა. ჩვენი წევრების სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს საქპატენტს და oriGIn საქართველოს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინეს ამ სამდღიანი შეხვედრის ორგანიზებისათვის. გარდა ამისა, მადლიერებას გამოვხატავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისადმი (FAO) მისი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ჩვენი შეხვედრის დროს განსახილველ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადობა“, - ამბობს კლოდ ვერმო-დეროში, რომლის კანდიდატურაც დამტკიცებულია oriGIn-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე შემდგომი კონფერენციის თარიღისათვის.

